ნათია თურნავა - ჩვენ ვაძლიერებთ ადგილობრივ წარმოებას, ქართულ მრეწველობას, ქართულ ენერგეტიკას და ყოველივე ამაზე იგება საქართველოს დამოუკიდებლობა და სიძლიერე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
970 26 მაისი 2020, 16:41

ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომიდან მიულოცა, სადაც საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია. ჩვენ ვაძლიერებთ ადგილობრივ წარმოებას, ქართულ მრეწველობას, ქართულ ენერგეტიკას და ყოველივე ამაზე იგება საქართველოს დამოუკიდებლობა და სიძლიერე.

ბორჯომ-პარკში ისტორიული ბორჯომი ჰესის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართულობით მიმდინარეობს. ეს არის პირველი ჰესი საქართველოში, რომელიც 1899 წელს ამოქმედდა. აქედან იწყებოდა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ 2017 წლიდან ევროკავშირის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი