რატი იონათამიშვილი ნანა დიხამინჯიაზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 25 დეკემბერი 2024, 17:53
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან სიტყვიერ დაპირისპირებისას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე.

„ეს ადამიანი არგუმენტებში გაცამტვერდა. მას უნდოდა, რომ მამუკა მდინარაძის მიმართ ხელოვნური ვიდეო დაედგა და საბოლოო ჯამში რა შედეგიც მიიღო ვნახეთ - დგას და ბოდიშს იხდის - ასეთ პოლემიკაში ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ და დაზეპირებული მესიჯბოქსებით გამოდიან მხოლოდ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე და როდესაც შენს ეროვნულობას სიმართლეს უპირისპირებ, ლიბერალური ფაშიზმი ნადგურდება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძეს ოპოზიციონერი აქტივისტი ნანა დიხამინჯია სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
ლევან ჭოტორლიშვილი: გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი ბანკროტობაა იმ ძალების, რომლებსაც ეყრდნობიან და ქართველების ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე
ედიშერ გვენეტაძე: „მგელი არ მოიშლის მგლობას“ - ამას ადასტურებს კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ. სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი
არქივი