პირველადი ცნობებით, კრივოი-როგში იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა - ნანგრევებში ხალხია მოყოლილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 24 დეკემბერი 2024, 22:53

პირველადი ცნობებით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 16 წლის გოგონაა. ამის შესახებ ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მაშველები ხელით მუშაობენ, რადგან ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. არსებული ცნობით, ნანგრევებში მოჰყვნენ როგორც საცხოვრებელ ბინებში მყოფები ისე, პირველ სართულზე მაღაზიაში მყოფი ადამიანები.

„ნანგრევებიდან ხმები ისმის. ერთმა ქალს მობილურ ტელეფონზეც კი დაუკავშირდნენ. ამიტომ, ნანგრევებთან მხოლოდ ხელით მუშაობენ.

ამ დროისთვის, ნანგრევებიდან ოთხი ადამიანია ამოყვანილი. მათ გარდა, დაშავებულია კიდევ შვიდი პირი. ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი შემთხვევები კი საშუალო სიმძიმის. დაღუპულია ერთი ადამიანი“, - ამბობს ალექსანდრ ვილკული.

მისი თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქალაქში 10-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა და ხშირ შემთხვევაში, სამიზნე საცხოვრებელი კორპუსებია იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შალვა პაპუაშვილი: პატრიოტიზმი სამწუხაროდ, ბევრ წინამორბედს არ აღმოაჩნდა, ბევრი კონცენტრირდა საკუთარ თავზე და არა ხალხზე - მიხეილ ყაველაშვილი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხალხის ინტერესიდან გამოვა
გურამ მაჭარაშვილი: დაწესებულებები არსებობს, სადაც პალატებში ადამიანები არიან, რომელთაგან ზოგს თავი პრეზიდენტი ჰგონია, ზოგს ნაპოლეონი. ალბათ, სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას ასე გააგრძელებს
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე დამნაშავედ ცნო
არქივი