ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 23 დეკემბერი 2024, 20:10
„ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების ჩატარების ხარისხს ამოწმებს და ადასტურებს, არის ეუთო/ოდირის მისია, რომელმაც საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, თუმცა, საზოგადოებისთვის მათი წინასწარი შეფასებები დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომელმაც, ვფიქრობ, ყველა კითხვას გასცა პასუხი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი შეფასებით, უმთავრესი რამ, რაც საფუძველი უნდა იყოს არჩევნების ლეგიტიმაციის, ამ დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი.

„ის რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, არავის არ შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის, თავისი პოზიციების გამოხატვა, ის, რომ უამრავი დამკვირვებელი ყველა საარჩევნო უბანზე ადასტურებს იმას, რომ არჩევნები არის ლეგიტიმური, მათ შორის ის, რომ არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას - ოპონენტებიც ადასტურებენ, რომ უპრეცედენტოდ მაღალი იყო აქტივობა, რაშიც ყველა ვთანხმდებით და წარმოდგენილი სისტემაც იყო მაქსიმალურად გამართული და ხარისხიანი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, აქედან გამომდინარე, არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა უსაფუძვლოა და ეს სერიოზული მოთხოვნა ვერ იქნება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთო/ოდირმა თავისი დასკვნით თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელთანაც ითანამშრომლებს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით
ბიზნესმენი დიმიტრი ადამია: არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება - ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით
გიორგი კალანდარიშვილი: კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საარჩევნო კოლეგიის წევრებს მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის
ნათია იოსელიანი: 11:30 საათისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა
ცესკო-მ სამი ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გააუქმა
არქივი