38
23 დეკემბერი 2024, 17:23
„დიფ სთეითის“ დამარცხება ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხება აშშ-ში იქნება ტრამპის უმთავრესი ამოცანა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი აშშ-ში ამ პრობლემის დამარცხებას პრეზიდენტად პირველად არჩევის დროსაც ცდილობდა თუმცა მაშინ ეს ვერ შეძლოა, ახლა კი მისი ადმინისტრაციის მთავარი გამოწვევა სწორედ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა იქნება.
„არაფორმალურ მმართველობას აშშ-ში დონალდ ტრამპმა, ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს გამოუცხადა ბრძოლა თუმცა მაშინ პრაქტიკულად დამარცხდა ამ ბრძოლაში. იმიტომ, რომ მთელი 4 წელი მან ისე გაატარა, რომ ერთი იმპიჩმენტის პროცედურიდან, მეორე იმპიჩმენტის პროცედურაზე გადადიოდა და ვერ მოიცალა იმისთვის, რომ მიხედა მართლა ამ არარჩეული ადამიანების მმართველობისთვის, რომლებიც გავლენას ახდენენ აშშ-ს როგორც შიდა ისე განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაზე. ახლა, გამარჯვების შემდეგ, ის განსაკუთრებით მტკიცედ მიუდგა ამ საკითხს და მისი გუნდის წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხება აშშ-ში იქნება მათი უმთავრესი ამოცანა“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |