მამუკა ხაზარაძე რა მორალური უფლება გაქვს შენ მიმართო ქართულ ჯარს და ანწუხელიძე ახსენო? შენი აუარებელი ქონებიდან ერთი პროცენტი მაინც რატომ არ მოახმარე მათ და მათ ოჯახებს, ახლა, რომ „ევრო-მაიდანს“ გვიფინანსებ და გადატრიალების მოწყობას ლამობ ქვეყანაში!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 23 დეკემბერი 2024, 13:43
2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები მტერს აკვდებოდნენ , ,,თიბისი ბანკის,,- ვაკის ოფისიდან გამოვიდა 2 სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით! მათ წითელი-ხიდის გავლით გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, - წერს უფლებადამცველი ბესო დანელია სოციალურ ქსელში. 

როგორც ბესო დანელია აღნიშნავს, მამუკა ხაზარაძეს არ აქვს მორალური უფლება მიმართოს ქართულს ჯარს და გიორგი ანწუხელიძე ახსენოს, რადგან ზემოთ ხსენებული ქონებიდან ერთი პროცენტიც არ მოახმარა  აგვისტოს ომის გმირებს და მათ ოჯახებს, ახლა კი ,,ევრო-მაიდანს“ აფინანსებს და გადატრიალების მოწყობას ლამობს ქვეყანაში. 

„აქამდე ძალიან ბევრ რამეს და ვინმეს ვითვალისწინებდი და ეს არასდროს გამიხმოვანებია, მაგრამ რადგან აქამდე მიხვედით და შუბლის ძარღვი ბოლომდე გაიწყვიტეთ, მეც აღარაფერი მაქვს თქვენთან მოსარიდებელი! დაე ყველამ იცოდეთ: 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები მტერს აკვდებოდნენ , ,,თიბისი ბანკის,,- ვაკის ოფისიდან გამოვიდა 2 სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით! მათ წითელი-ხიდის გავლით გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. მამუკა ხაზარაძე რა მორალური უფლება გაქვს შენ მიმართო ქართულ ჯარს და ანწუხელიძე ახსენო? რატომ მაშინ არ გაგახსენდა სამშობლო, ქართული ჯარი , ჩვენი დაღუპული ბიჭები და თუნდაც მათი ოჯახები!? შენი აუარებელი ქონებიდან და თუნდაც იმ ორი კამაზიდან - ერთი პროცენტი მაინც რატომ არ მოახმარე მათ და მათ ოჯახებს, ეხლა , რომ ,,ევრო-მაიდანს,, გვიფინანსებ და გადატრიალების მოწყობას ლამობ ქვეყანაში! ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს და ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ფაქტები დევს სადაც საჭიროა! ისე ნუ იზამთ ისეთები გავაჟღერო, რომ ამ ქვეყანაში არ დაგედგომებოდეთ ცოტა ,,აკურატნად-იყავით,,! თქვენი ქონების და პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი გაღელვებდათ და გაღელვებთ. წადით ნახეთ თქვენი გზა და საკეთებელი ბიძიკო. მევახშეების ჩოლოყაშვილობა არსად გაგონილა!“ - წერს ბესო დანელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი პატიმრის გარდაცვალებაზე: გარდაცვლილი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიით სპეკულაციას როგორ გაუშვებენ ხელიდან კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მათი დამქაშები - არ არსებობს ცემის ან წამების ფაქტი
დავით ქართველიშვილი: რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე
გიორგი გამსახურდია: არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე, არადა ყველაფერი მარტივად არის, თავს დაესხა პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მის მიმართ მიდგომა ანალოგიური იქნებოდა
დავით ქართველიშვილი: რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო და ახალი დავალება
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
არქივი