ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას და კანონს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 23 დეკემბერი 2024, 13:16
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნის მოთხოვნაზე კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით სხვა სამყაროში მცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებს.

ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სერიოზულად არავინ აღიქვამს, რადგან ის არ ემსახურება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი ხალხის ნებას.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჩავნიშნოთ ახალი არჩევნები 29 დეკემბრამდე, მაფიქრებინებს იმას, რომ ქალბატონი სალომე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ და არ მოქმედებს კონსტიტუცია. ასე რომ, მისი ეს განცხადება, არ მგონია, ვინმემ სერიოზულად მიიღოს. მას ალბათ მიღებული აქვს გარედან ძალიან მკაცრი დავალება ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები და ყველანაირად ცდილობს ამ მიმართულებით წარმართოს პროცესები.

თუმცა, რა თქმა უნდა, მას არაფერი გამოუვა - ამაში სრულად ვარ დარწმუნებული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს თავის ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას, არღვევს კანონს და ურჩევნია საკუთარი ქვეყნის ინტერესების და საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
არქივი