ფსევდო-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდევრები გააცურა - შეაკრებინა მაქსიმუმის მაქსიმუმი, რაღაც იბოდიალა ე.წ. ახალ არჩევნებზე და ვითომ "ტექნიკური მიზეზით" მალე გაეცალა იქაურობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 22 დეკემბერი 2024, 23:32
ფსევდო-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდევრები გააცურა - შეაკრებინა მაქსიმუმის მაქსიმუმი, რაღაც იბოდიალა ე.წ. ახალ არჩევნებზე და ვითომ "ტექნიკური მიზეზით" მალე გაეცალა იქაურობას,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ აქტივისტებიც კი ჩამოიყვანა რეგიონებიდან წარმავალი ე.წ. პრეზიდენტის კვაზი სეფე-სიტყვის მოსასმენად.

“ფსევდო-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდევრები გააცურა - შეაკრებინა მაქსიმუმის მაქსიმუმი, რაღაც იბოდიალა ე.წ. ახალ არჩევნებზე და ვითომ "ტექნიკური მიზეზით" მალე გაეცალა იქაურობას. სულ ეს იყო. 
საღლიცინოა ელექტრონული სიგნალების რაღაც ჩახშობაზე ბოდვები. ყველა ნაცტელევიზია 'ლაივში' იყო, ხალხი 'მესიჯობდა', სოცქსელებს ათვალიერებდა. 
რადიკალებმა აქტივისტებიც კი ჩამოიყვანეს რეგიონებიდან წარმავალი ე.წ. პრეზიდენტის კვაზი სეფე-სიტყვის მოსასმენად, მაგრამ რად გინდა? არაადეკვატურ ზურაბიშვილს ის ურჩევნია, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ კონცერტის სცენაზე აიჭრას საახალწლო სოფელში და იქ იალქაჯოს. მისი stateswoman-ობა ისეთივე ფარსია, როგორც რაღაც "ქარტია" რომ ჰქონდა წინასაარჩევნოდ,”- წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო
ზაალ ანჯაფარიძე: EPP-ის რეზოლუცია და გაკეთებული ქართველოფობიური განცხადებები კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ „Deep State“ ელემენტებით გაჯერებული ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ომი გრძელდება
ამირან სალუქვაძე: ხაზარაძეს უზარმაზარი ბაზრობა დაეწვა, რომელიც სააკაშვილმა ნახევარი საუკუნით გადასცა, ასობით ადამიანი დაზარალდა, ეს და ელისაშვილი ტყე-ტყე დასეირნობენ. დაზარალებულების პრობლემებზე მერია და მთავრობა მუშაობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, უკეთეს ფორმაში თუ ხართო, გაფართოებაზე მიმართული ნებისმიერი პროცესი ოპოზიციას ამყოფებს უკეთეს ფორმაში
დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ
არქივი