დავით ქართველიშვილი: იმ როთის გერმანიის ხელისუფლება, რომელიც ერევა კი არა - უხეშად „ბანაობს" საქართველოს საშინაო საქმეებში ნაწყენია ილონ მასკზე, გერმანიის საშინაო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის“ გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 21 დეკემბერი 2024, 22:32

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიბერალების ორმაგ სტანდარტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, მიხაილ როთი, რომლის ხელისუფლებაც საქართველოს საშინაო საქმეებში აქტიურად ერევა, ილონ მასკზეა ნაწყენი ანალოგიური მიზეზით.

ანალიტიკოსი ილონ მასკის მიერ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღიად გამოხატულ მხარდაჭერაზე გერმანიის სხვადასხვა მაღალჩინოსნის განცხადებებს იხსენებს და წერს, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი.

„კიდევ ერთი ნათელი მაგალითი კლასიკური ორმაგი სტანდარტებისა - მიხაელ როთის გერმანიის ხელისუფლება ნაწყენია ილონ მასკზე, თავის საშინაო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის“ გამო. აი, იმ როთის გერმანიის ხელისუფლება, რომელიც ერევა კი არა - უხეშად „ბანაობს" საქართველოს საშინაო საქმეებში. თურმე, როგორ გაბედა ილონ მასკმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" ღია მხარდაჭერის გამოხატვა. გამოცემა Bild-ის თანახმად, მთავრობის პრეს-მდივანი ქრისტიანა ჰოფმანი "შეწუხებულია მოვლენათა მსგავსი განვითარებით".

არანაკლებად აღშფოთებულად შეშფოთებულია ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი, რომელმაც ილონ მასკის „ა/გ"-ს მიმართ მხარდამჭერ განცხადებას „საკმაოდ პრობლემატური და უღირსი" უწოდა. მსგავსი შეშფოთებული აღშფოთება გამოთქვა ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის' ერთ-ერთმა ლიდერმა ელმარ ბროკმა და არ გამორიცხა, რომ ილონ მასკის პლატფორმა Х აქტიურად ჩაერთვება თებერვალში, გერმანიაში ჩასატარებელ არჩევნებში.

მაორის ტომს თუ ოკეანიის სხვა რომელიმე აბორიგენებს, თავის დროზე ბუმერანგი რომ არ გამოეგონებინათ - ამას წარმატებით გააკეთებდნენ ლიბერალური ფაშიზმის მიმდევარი პოლიტიკოსები...“- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ხვალ პუტჩისტების სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები, მავნებელი ქალის თაოსნობით არეულობას აპირებენო-ვერ არევთ, არ გამოგივათ!
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ერთი თვე მომიცია, ჯერ სალომეს გინებას დაიწყებენ, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად
ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე: თბილისი ვერ გამოიყვანეს და რეგიონების ხალხით „გააბევრეს," რომ ხვალ კონვულსიებში ჩავარდნილ სალომეს რაღაც მიტინგის მაგვარი მაინც დაახვედრონ
შალვა პაპუაშვილი: შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს
გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილს: ჩაამთავრე ეს დღეები მშვიდობიანად და წადი სახლში, იქნებ რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო, შეხვედრები კიდევ შენს ამფსონებთან გამართე „ნაცმოძიდან“
არქივი