კონტე კვარაცხელიაზე: თამაში შეუძლია და მისი დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 21 დეკემბერი 2024, 22:27

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „ჯენოასთან“ მატჩისთვის მზადაა, - ამის შესახებ ინფორმაცია ანტონიო კონტემ დაადასტურა.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა თამაშის წინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კვარას დაბრუნება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„კვარამ ვარჯიში ჩვენთან ერთად გუშინ განაახლა. დღეს უფრო თავისუფლად ივარჯიშა, ხელმისაწვდომია, დაგვანახა, რომ თამაში შეუძლია და ჩვენთან ერთად იქნება. მისი დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო წინა ტურში „უდინეზესთან“ ვერ ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. „ჯენოა“- „ნაპოლის“ შეხვედრა 21 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი