ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ერთი თვე მომიცია, ჯერ სალომეს გინებას დაიწყებენ, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 21 დეკემბერი 2024, 21:57

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „მაქსიმუმ, ერთმანეთში თუ ჩაატარებთ არჩევნებს - ვინ უნდა აღმოჩნდეს განტევების ვაცი და ვის უნდა დაჰბრალდეს, მთელი ეს ბარდაგი, რაც თავს დამართეთ?!“ - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ერთი თვის ვადაში ის რადიკალები, რომლებიც დღეს სალომე ზურაბიშვილს, განცხადების დროს, ზურგს უკან ედგნენ, მას დაუპირისპირდებიან და პარლამენტში შესვლასაც მოინდომებენ.

„ჩრდილშია გადასაბმელი, ძალიან დააჭირა... მიდი სალომე, უკანაც ვეღარ დაიხევ, ისეთი სახეებით გიდგანან, რომ პირველი გინება მაგათგან წამოვა. ჯერ სადა ხართ, მალე შემოსაკავებლები გახდებით. რა არჩევნებს ნიშნავთ? ბიუჯეტი დამტკიცდა, პრეზიდენტი აირჩია პარლამენტმა, "ეუთოს" დასკვნა დაიდო და ახლა მაქსიმუმ, ერთმანეთში თუ ჩაატარებთ არჩევნებს - ვინ უნდა აღმოჩნდეს განტევების ვაცი და ვის უნდა დაჰბრალდეს, მთელი ეს ბარდაგი, რაც თავს დამართეთ?! ჰოდა - ერთი თვე მომიცია, ჯერ სალომეს გინებას დაიწყებენ, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
არქივი