ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე: თბილისი ვერ გამოიყვანეს და რეგიონების ხალხით „გააბევრეს," რომ ხვალ კონვულსიებში ჩავარდნილ სალომეს რაღაც მიტინგის მაგვარი მაინც დაახვედრონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 21 დეკემბერი 2024, 21:44

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რადიკალური ოპოზიციის მიერ რეგიონებიდან თბილისში ხალხის მობილიზებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „გადახდილია", ვინაიდან მოსახლეობის ჩამოყვანას, გაჩერებას, კვებას და გასამრჯელოს, ფული სჭირდება.

მისივე თქმით, დედაქალაქის მაცხოვრებლები ოპოზიციამ ვერ გამოიყვანა, ამიტომ, რეგიონებით გააბევრეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, სალომე ზურაბიშვილს „რაღაც მიტინგის მაგვარი" რომ დაახვედრონ.

„ახლაც არ გჯერათ, რომ "გადახდილია?" რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანას, აქ გაჩერებას, კვებას, გასამრჯელოს და ა.შ. რა უნდა? ფული! ასეა, ფული ღირს "ევროპა"...

თბილისი ვერ გამოიყვანეს, და რეგიონების ხალხით "გააბევრეს," რომ ხვალ კონვულსიებში ჩავარდნილ სალომეს რაღაც მიტინგის მაგვარი მაინც დაახვედრონ," - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელია - ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021-2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ
სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა
არქივი