8
21 დეკემბერი 2024, 21:07
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერები დიალოგში შესვლისგან თავს იკავებენ, რადგან საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.
მისი თქმით, დიალოგის ფორმატი ოპონენტებისთვის წაგებიანია.
„დიალოგის თემაზე სანამ მოგვიწოდებდა ევროპის საბჭოს მდივანი, პრემიერმა არაერთი განცხადება გააკეთა და შესთავაზა დაინტერესებულ პირებს, რომ ის მზად იყო მისულიყო და დიალოგის ფორმატში განეხილათ ნებისმიერი საკითხი, რაც დაინტერესებული პირებისთვის იქნებოდა აქტუალური. მათ შეეშინდათ, ამ დიალოგის ფორმატში შემოსულიყვნენ, დიალოგის ფორმატში შესვლა მათთვის არის წაგებიანი, რადგან საზოგადოებისთვის სათქმელი ნამდვილად არაფერი აქვთ“, - აღნიშნავს მიქანაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |