9
21 დეკემბერი 2024, 21:03
კიევმა და მოსკოვმა აზერბაიჯანის შუამავლობით მოლაპარაკება გამართეს უკრაინის ტერიტორიით რუსული გაზის ექსპორტის გაგრძელებაზე.
როგორც Reuters-ი აზერბაიჯანული ენერგოკომპანია SOCAR-ის წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირმა და უკრაინამ აზერბაიჯანს სთხოვეს, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმართვა გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის ვადაც წლის ბოლოს იწურება.
წყაროს თქმით, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ენერგოკომპანიებს შორის მოლაპარაკებები თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს. პარალელურად, კომპანიის უმაღლესი მენეჯერები უკრაინული ენერგეტიკული კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ 2 მაისს სტამბოლში და 29 აგვისტოს ვენაში.
თუმცა, Reuters-ი წერს, რომ მხარეები პირობებზე მაინც ვერ შეთანხმდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |