პრეზიდენტი - ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა - ამისთვის დღეს ჩვენ დავსახეთ „შეტევის სტრატეგია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 21 დეკემბერი 2024, 20:49
იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს დასკვნა. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ახლა, ყველანი ერთად გადავდივართ იმ ძირითადი მოთხოვნის ახალ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა, რამეთუ ამ პირობებში არ შეიძლება, რომ სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, ამ კრიზისიდან სხვა, ნამდვილი გამოსავალი, თუ არა არჩევნების დანიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესამე სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც კრიზისი გაუვლია, ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, ისტორიაში, თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი არ არსებობს, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც არჩევნების ნდობა არ არსებობს, როდესაც ხელისუფლების ნდობა არ არსებობს როდესაც „ხელისუფლება“ გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების გზა. ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს „შეტევის სტრატეგია“, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ, დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს არ არის, რადგან თვითონ „ქართული ოცნება“ ძალიან აჩქარებული ტემპით არის გადასული - ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ მთლიანად არ ჩამოიშალოს მისი სისტემა. სანამ ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას ბევრი ბჭობა არ სჭირდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი