ნინო წილოსანი: დასანქცირებულთა სია იმდენად აბსურდულია, რომ ვიღაცის ინდივიდუალური შურისძიების სიას ჰგავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 21 დეკემბერი 2024, 18:48
გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრები მუდმივი ზეწოლისა და მუქარის ქვეშ იყვნენ, თუმცა, აშშ-ის გარკვეული მოკავშირე პოლიტიკური ძალების მხრიდან მიმდინარე პროცესების მიწურულს ბოლო გასროლასავით იყო გამოყენებული სანქციების საკითხი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა საქართველოს თანამდებობის პირებისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შეფასებისას.

„გაზაფხულიდან მოყოლებული თითოეული ჩვენგანი დიდი მუქარის ქვეშ ვიყავით, რომ დაგვასანქცირებდნენ. მათ შორის იყო განცხადებები, რომ რიგი პოლიტიკოსები დაასანქცირეს, თუმცა ამას არ მოჰყვებოდა სია, იმდენად არალეგიტიმური და უკანონო იყო ამ სანქციების წარმოდგენა მიღებული კანონების გამო, რომლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობენ. თავისთავად ერიდებოდნენ კონკრეტიკას, თუმცა ფაქტია, რომ აშშ-ის გარკვეული მოკავშირე პოლიტიკური ძალების მხრიდან აი ამ პროცესების მიწურულს, უკვე ბოლო გასროლასავით იყო გამოყენებული სანქციების საკითხი“, - განაცხადა წილოსანმა.

მან აღნიშნა, რომ დასანქცირებული ადამიანების სია ბალტიის ქვეყნების თუ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმდენად აბსურდული და შეუსაბამოა თავისი შინაარსით, რომ პირველი, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს თავში, ეს არის ვიღაცის მიმართ ინდივიდუალური შურისძიება.

მისი თქმით, გაუგებარია რატომ მოხვდნენ ამ სიაში ზვიად შალამბერიძე, რომელიც იმერეთის მხარეში რწმუნებული იყო და ახლა გახდა დეპუტატი. ასევე, წილოსანისთვის გაუგებარია რატომ მოხვდა ამ სიაში ირაკლი ქარსელაძე, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრია და მას არანაირი კავშირი არ აქვს მიმდინარე პროცესებთან.

„ჩემთვის ამ სანქციებთან მიმართებაში დიაგნოზი და საბოლოო შეფასება იყო ვახტანგ გომელაურის მიმართ წარმოდგენილი სანქციები. თუ ვინმე იცნობს მას პირადად ან ზოგადად, ადევნებს თვალს და რაიმე გაუგია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენციის, პროფესიონალიზმის, წარმატებული საქმიანობის ადამიანი. მისი ისტორია, პოლიტიკაში მოსვლიდან მოყოლებული, 2012 წლის ბრძოლებიდან დაწყებული დღემდე გვაჩვენებს, რომ ის ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანია. ვახტანგ გომელაური სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, როგორც ერთ-ერთი კარგი პარტნიორი ტერორისტული პროცესების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენიმე დღის წინ ასე პოზიტიურად იყო შეფასებული, ახლა უკვე ამ სანქციების სიაშია, რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ეს სანქციები არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაშინებისა და ზეწოლის მცდელობა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ნამდვილმა, პირნათელმა, გულმხურვალე და თავდადებულმა მოხელეებმა, პოლიტიკოსებმა და სხვა ყველა დანარჩენმა არ მიიღონ ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც უკვე დადასტურებულად ვიცით რომ არ გამოუვიდათ“, - აღნიშნა წილოსანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი