ნინო წილოსანი ალენ ბერსეს ვიზიტზე: ამ გარკვეულ დაძაბულ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ყველაფრით ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დააზიანოს, ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი პოზიტიურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 21 დეკემბერი 2024, 18:35

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

„ამ გარკვეულ დაძაბულ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ყველაფრით ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დააზიანოს, ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი რა თქმა უნდა პოზიტიურია. ის მესიჯები და მიმართვა, რომელიც ალან ბერსეს მხრიდან გაჟღერდა, ცივ წყალს ასხამდა ოპოზიციას. შესაბამისად რეაქცია მოყვა ამ ცივწყალგადასხმულზე ის პოსტები და კომენტარები, რაც ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ. მათ შორის დიალოგის შესაძლებლობა, რომელიც არაერთხელ დასმულა ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მათ შორის ალენ ბერსეს მხრიდანაც, ალბათ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ რადიკალებს დიალოგის სურვილი არ აქვთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. თბილისში ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ასევე შეხვდა ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი