ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნამ დაასრულა ის უსაფუძვლო დისკუსია და ბრალდებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 21 დეკემბერი 2024, 18:33

ეუთო/ოდირის დასკვნამ დაასრულა ის უსაფუძვლო დისკუსია და ბრალდებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეს არის საბოლოო განაჩენი ოპოზიციისთვის და საბოლოო განაჩენი იმ უაზრო, უსაფუძვლო დისკუსიისთვის, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

„ის ძირითადი აქცენტები, რომლებიც მთლიანი დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ალბათ დარჩება და ძირითადი გზავნილები რაც იყო, ეს არის ის, რომ თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ამომრჩეველთან მისულიყო და შესაბამისად დაემობილიზებინა ის და არჩევნების საბოლოო შედეგებზე გარკვეული გავლენა მოეხდინა ამ ყველაფერს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, კანონმდებლობა, რომელიც სათანადო არის და საკმაოდ დადებითად არის შეფასებული. რა თქმა უნდა, ბოლო პუნქტიც, რომ ეუთო/ოდირი აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იმისათვის, რათა ის რიგი ხარვეზები თუ შენიშვნები, რომელიც ამავე დოკუმენტშია ასახული, საბოლოო ჯამში იყოს გამოსწორებული და არჩევნების სისტემა, მთლიანად, ისევე როგორც მისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა, ასევე მისი აღსრულება, იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადატანილი.

რა თქმა უნდა, ეს არის დასკვნა, რომელიც არ მოეწონა ოპოზიციას, რომელმაც აღმოაჩინა ამ დოკუმენტში ის, რაც მას სჭირდება. თავისთავად, როგორც ყველა დასკვნაში, რომელსაც ეუთო/ოდირი გამოსცემს და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, სადაც 5 ნოემბრის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში უკიდურესად კრიტიკულად არის წარმოჩენილი.

რა თქმა უნდა, ის ერთეული შენიშვნები, ფაქტები, ის ხარვეზები, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ფიქსირდებოდა, ასევე ჩვენ შემთხვევაში, იწერება დასკვნაში, ვერ განაპირობებს და არ განაპირობებს არჩევნების საბოლოო შედეგზე ზემოქმედებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იყო რიგი ფაქტები, რომლებზეც ეუთო/ოდირი საუბრობს და რომელსაც ოპოზიცია იყენებს, თუმცა ამან ვერ მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგზე. რაც მთავარია, ასევე მშრალი ნაშთი, რაც ამ დოკუმენტიდან გვრჩება, რომ 90 პროცენტზე მეტს საარჩევნო უბნებში საარჩევნო პროცესი არის დადებითად შეფასებული. ეს არის საბოლოო განაჩენი ოპოზიციისთვის და საბოლოო განაჩენი იმ უაზრო, უსაფუძვლო დისკუსიისთვის, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი