2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 21 დეკემბერი 2024, 18:12

2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში, 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას.

გამგებელმა ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა.

„საგზაო ინფრასტრუქტურა 87 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები - 154 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე ქსელი 5 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 18 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 62 მისამართზე განხორციელდა; 8 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 2 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა.

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“, მიმდინარე წელს 192 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 51 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 43 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა და 38 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა“, - აღნიშნა რაიონის გამგებელმა.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა. ასევე, 2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 7 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, საახალწლო ღონისძიება კი წლის ბოლოს ჩატარდება.

გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც 2025 წლის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი