ნინო წილოსანი: ოპოზიცია ალენ ბერსეს ვიზიტით და მისი განცხადებებით იმედგაცრუებული დარჩა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 21 დეკემბერი 2024, 18:05
რადიკალური ოპოზიციისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მისაღები ევროპელი ლიდერების განცხადებები, თუ ისინი მათ პოლიტიკურ განცხადებებს შეესაბამება, ალენ ბერსეს ვიზიტმა ისინი იმედგაცრუებულები დატოვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ის მდაბიო კომენტარები, რომელსაც ვისმენდით, რომელიც არც პოლიტკორექტულობაში, არც ნორმალური ეთიკის ნორმებში ან რაიმე სტანდარტში არ ჯდებოდა თავისთავად გამოხატავდა იმას თუ, როგორი იმედგაცრუებულები დარჩნენ ალენ ბერსეს ვიზიტით და იმ განცხადებებით, რომლებიც მან გააკეთა. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათთვის არ არსებობს არანაირი სტანდარტი, მათ შორის არ არსებობს არც ევროპა და არც ევროპული ინსტიტუციები, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მათთვის მისაღები ევროპელი ლიდერების და მათ შორის ინსტიტუციების უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებები, თუ ეს განცხადებები შეესაბამება მათ პოლიტიკურ ინტერესებს“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ყველა ძალა - როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი