გივი მიქანაძე EQAR-ის გადაწყვეტილებაზე: სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 2023 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ გადაიდგა 2024 წლის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 21 დეკემბერი 2024, 18:03

მათ დასკვნა დააფუძნეს 2023 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ გადაიდგა 2024 წლის განმავლობაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ EQAR-ის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

„ეს არის შეფასებული 2023 წლის მოცემულობებით, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია, იმიტომ, რომ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე, მთავრობის ინიციატივით, ჩვენმა კომიტეტმა განიხილა არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შემდგომში პარლამენტში იყო წარდგენილი. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია.

სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 2023 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ გადაიდგა 2024 წლის განმავლობაში. ამიტომ ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ამ გასაჩივრების საფუძველზე წარდგენილი იქნება ყველა დეტალური ცვლილება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება მხედველობაში გატარებული და ეს შეჩერებული რეგისტრაცია აღდგება," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუმინეთის საგადასახადო სააგენტო ANAF-მა დაადგინა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის „ტიკტოკ“ კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ გადაიხადა
ლევან მაჭავარიანი: რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იმავენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც
იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?
არქივი