6
21 დეკემბერი 2024, 17:58
ეუთო/ოდირის დასკვნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეხმიანება.
გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ცესკო მომავალშიც გააგრძელებს ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას, რათა რეკომენდაციები შეასრულონ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასკვნის ინტერპრეტირება არ მოხდეს და საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს.
„ვგეგმავთ, შესაბამისი სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის გზით უზრუნველვყოთ საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით ამ რეკომენდაციების შესრულება, გარკვეული ასპექტების განხილვა, რომელიც დაეხმარება ინსტიტუციას მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ამ საკითხებზე გამოხმაურება და პროცესის შემდგომი გაუმჯობესება და დახვეწა, სადაც კი ეს შესაძლებელი იქნება.
ერთია, რომ დოკუმენტი გამოქვეყნდა, მაგრამ მეორეა, რომ ასევე ობიექტურად მოხდეს მასში მოცემული საკითხების ტირაჟირება, რათა კვლავ არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იმ ინტერპრეტირებული და მანიპულაციურად წარმოჩენილი საკითხების, რომელიც ჩვენ უკვე გუშინის მერე, დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გვესმის“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |