ლევან ნიკოლეიშვილი: მოქმედ ადმინისტრაციას სურს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დააზიანოს, ჯერი კი ახალ ადმინისტრაციაზეა, ყველა საშუალება აქვს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად - ჩვენი ხელისუფლებაც გადატვირთვის მზადყოფნას აცხადებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 21 დეკემბერი 2024, 15:37

ანგლო-საქსური ურთიერთობების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რომლის ასახვა აშშ-დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს. ახლა, ბრიტანელებს რომ ჰკითხო, რატომ დაასანქცირეს ქართველი სამართალდამცავები, ვერაფერს გიპასუხებენ. ცხადია, იმას ხომ არ იტყვიან, რაც ამერიკელებმა გააკეთეს, ჩვენც ავყევითო, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აცხადებს, ქართველი მაღალჩინოსნების და სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესების მიზეზი, სინამდვილეში ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობაა, მაქსიმალურად გააუარესონ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები.

ანგლო-საქსური ურთიერთობების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რომლის ასახვა აშშ -დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს. ახლა, ბრიტანელებს რომ ჰკითხო, რატომ დაასანქცირეს ქართველი სამართალდამცავები, ვერაფერს გიპასუხებენ. ცხადია, იმას ხომ არ იტყვიან, რაც ამერიკელებმა გააკეთეს, ჩვენც ავყევითო.

აი, ამერიკელებს, რომ ჰკითხოთ, თუ რატომ დაასანქცირეს ქართველი პოლიციელები, ათას სისულელეს იტყვიან - „მშვიდობიანი მომიტინგეები“, „ძალის გადამეტება“ და ასე შემდეგ. საკუთარ ქვეყანაში, მგონი ტერმინი აქციის დაშლა არც იციან რა არის, პირდაპირ დარბევაზე გადადიან. დიდი სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მოქმედ ადმინისტრაციას მაქსიმალურად სურს ქართულ-ამერიკელი ურთიერთობები დააზიანოს.

დარწმუნებული ვარ აქაც, ფიასკო ექნებათ, ჯერი კი ახალ ადმინისტრაციაზეა, რომელსაც ყველა საშუალება აქვს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მით უფრო ჩვენი ხელისუფლებაც სასიკეთო გადატვირთვის მზადყოფნას დიდი ხანია ოფიციალურად აცხადებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მიიღებენ ე.წ მეგობარ აქტს, ხელისუფლებას შეუძლია საპასუხოდ სოროსის ფონდი სრულიად დახუროს - საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ უკანონობას ძალიან მარტივად შეგვიძლია პასუხი გავცეთ
ლევან ჭოტორლიშვილი: გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი ბანკროტობაა იმ ძალების, რომლებსაც ეყრდნობიან და ქართველების ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე
ედიშერ გვენეტაძე: „მგელი არ მოიშლის მგლობას“ - ამას ადასტურებს კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ. სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი
არქივი