ლევან ნიკოლეიშვილი: მოქმედ ადმინისტრაციას სურს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დააზიანოს, ჯერი კი ახალ ადმინისტრაციაზეა, ყველა საშუალება აქვს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად - ჩვენი ხელისუფლებაც გადატვირთვის მზადყოფნას აცხადებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 21 დეკემბერი 2024, 15:37

ანგლო-საქსური ურთიერთობების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რომლის ასახვა აშშ-დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს. ახლა, ბრიტანელებს რომ ჰკითხო, რატომ დაასანქცირეს ქართველი სამართალდამცავები, ვერაფერს გიპასუხებენ. ცხადია, იმას ხომ არ იტყვიან, რაც ამერიკელებმა გააკეთეს, ჩვენც ავყევითო, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აცხადებს, ქართველი მაღალჩინოსნების და სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესების მიზეზი, სინამდვილეში ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობაა, მაქსიმალურად გააუარესონ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები.

ანგლო-საქსური ურთიერთობების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რომლის ასახვა აშშ -დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს. ახლა, ბრიტანელებს რომ ჰკითხო, რატომ დაასანქცირეს ქართველი სამართალდამცავები, ვერაფერს გიპასუხებენ. ცხადია, იმას ხომ არ იტყვიან, რაც ამერიკელებმა გააკეთეს, ჩვენც ავყევითო.

აი, ამერიკელებს, რომ ჰკითხოთ, თუ რატომ დაასანქცირეს ქართველი პოლიციელები, ათას სისულელეს იტყვიან - „მშვიდობიანი მომიტინგეები“, „ძალის გადამეტება“ და ასე შემდეგ. საკუთარ ქვეყანაში, მგონი ტერმინი აქციის დაშლა არც იციან რა არის, პირდაპირ დარბევაზე გადადიან. დიდი სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მოქმედ ადმინისტრაციას მაქსიმალურად სურს ქართულ-ამერიკელი ურთიერთობები დააზიანოს.

დარწმუნებული ვარ აქაც, ფიასკო ექნებათ, ჯერი კი ახალ ადმინისტრაციაზეა, რომელსაც ყველა საშუალება აქვს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მით უფრო ჩვენი ხელისუფლებაც სასიკეთო გადატვირთვის მზადყოფნას დიდი ხანია ოფიციალურად აცხადებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით უკვე გადასცა „ქართულ ოცნებას"
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ერთი თვე მომიცია, ჯერ სალომეს გინებას დაიწყებენ, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია კონფრონტაციის გამწვავებაზე მიდის. მათი გზავნილი, თითქოს ახალი არჩევნები „მთელი ხალხის მოთხოვნაა“, ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაბათილდეს
დავით ჩიხელიძე: ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის სულისკვეთება შემდეგია - საქართველოში არჩევნები შედგა, ყველა მხარე ვალდებულია, მიიღოს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგი და მოემზადოს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის
ედიშერ გვენეტაძე: ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრირების პროცესი იყო დადებითი. ეს შენიშვნები ანგელოზების სიმღერაა იმასთან შედარებით, რაც ორგანიზაციამ აშშ-ში 5 ნოემბრის არჩევნეზე დადო
არქივი