ლაშა მარგიშვილი: EQAR- ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 21 დეკემბერი 2024, 14:48

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) „საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ცენტრი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირი ფორმით არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომებისა და მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების საკითხს, - საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა მარგიშვილის განცხადებას ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ როგორც 2019 წლამდე საქართველოში გაცემული დიპლომები იყო აღიარებული საერთაშორისო დონეზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ქართული დიპლომები ისევე იქნება აღიარებული.

ასევე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს EQAR-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას ან გაუქმებას, არც აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არანაირად არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR- ის რეგისტრაციის შეჩერებას.

რაც შეეხება ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს წევრობას, გიდასტურებთ, რომ 21 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენ ვართ ENQA-ს სრული წევრი ორგანიზაცია და ENQA-ს პროცედურების მიხედვით, თუკი მათი წევრი ორგანიზაცია რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ისინი არ უწყვიტავენ ამ ორგანიზაციას ასოციაციის წევრობას, მას აძლევენ დამატებით ორ წლიან ვადას რომ გამოასწოროს რეკომენდაციები და შესაბამისად გააგრძელოს ასოციაციის სრული წევრობა“ .

ასევე, რაც შეეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრობის საკითხს, აქაც გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება და განვმარტოთ, ცენტრი 2018 წლიდან არის WFME-ის წევრი ორგანიზაცია და შესაბამისად ჩვენ მანამდე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის წევრობა ვიდრე გავხდებოდით ENQA-ს და EQAR-ის წევრი სააგენტო. ამასთან, WFME-ის წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრს და არც EQAR-ში რეგისტრირებულ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარემ არც სამედიცინო მიმართულებით არ შეიძლება ვთქვათ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა და დაბრკოლება შეიძლება შეექმნას ჩვენს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ლაშა მარგიშვილი: ENQA-ს წევრობა „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ არ შეჩერებია
თამარ ტალიაშვილი: ევროპის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში იმ ფრაზის ამოკითხვა, რომელიც ხაზს უსვამს ცესკოს ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობას, გამჭვირვალობას
თამარ ტალიაშვილი: ალენ ბერსეს, ასეთი მაღალი რანგის ფიგურის ვიზიტი, საგანგებო მნიშვნელობის მქონეა. ის მანდატი, რომლითაც ის ჩამოვიდა, არის ძალიან ფართო მასშტაბის
ნინო წილოსანი: დასანქცირებულთა სია იმდენად აბსურდულია, რომ ვიღაცის ინდივიდუალური შურისძიების სიას ჰგავს
არქივი