მაკა ბოჭორიშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე: კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 21 დეკემბერი 2024, 14:29
ეუთო/ოდირის ანგარიში დიდწილად იმეორებს იმ დასკვნებს, რაც გაკეთდა არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მისიის მხრიდან, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში. ასევე, ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა არჩევანი იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც შეუზღუდავად იყვნენ რეგისტრირებულები და წარმოდგენილი საარჩევნო პროცესში და ზოგადად არსებობდა, რა თქმა უნდა, არჩევანის განსახორციელებლად სათანადო პირობები. რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ახლდა ამ პროცესს. ასევე, არის საუბარი იმ, ასე ვთქვათ, წუხილებზე, რომლებიც ფიქსირდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. რაც მთავარია არის რეკომენდაციები, რომელთა დაკავშირებითაც უნდა მოხდეს მუშაობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა მარგიშვილი: ENQA-ს წევრობა „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ არ შეჩერებია
თამარ ტალიაშვილი: ევროპის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში იმ ფრაზის ამოკითხვა, რომელიც ხაზს უსვამს ცესკოს ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობას, გამჭვირვალობას
თამარ ტალიაშვილი: ალენ ბერსეს, ასეთი მაღალი რანგის ფიგურის ვიზიტი, საგანგებო მნიშვნელობის მქონეა. ის მანდატი, რომლითაც ის ჩამოვიდა, არის ძალიან ფართო მასშტაბის
ნინო წილოსანი: დასანქცირებულთა სია იმდენად აბსურდულია, რომ ვიღაცის ინდივიდუალური შურისძიების სიას ჰგავს
ნინო წილოსანი ალენ ბერსეს ვიზიტზე: ამ გარკვეულ დაძაბულ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ყველაფრით ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დააზიანოს, ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი პოზიტიურია
არქივი