კახა კახიშვილი: საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი საქმეა გახსნილი, ამ ფონზე, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება გაუგებარი და აუხსნელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 21 დეკემბერი 2024, 12:09

საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა (ამავდროულად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია) და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნელია, - წერს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, არსებობს კითხვა, ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს, გარდა ამისა, ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის, შესაბამისი ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას.

"წლებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ისა და პროკურატურის ხელშეწყობით ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებს, საქართველოში კონტრტერორისტული საქმიანობისა და სხვადასხვა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ბევრი წარმატებული ღონისძიება აქვთ განხორციელებული. საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა (ამავდროულად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია) და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნელია. იბადება სამართლიანი კითხვა - ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს ?!

ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, საინტერესოა, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას?!

იმედს ვიტოვებ, რომ ნერვებსა და ემოციებს აყოლილი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან განიცდიან ბაიდენის ადმინისტრაციის წაგებასა და ტრამპის მოსვლას, მსოფლიოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას პირად კეთილდღეობაზე წინ დააყენებენ.

ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროპის პოლიტიკა რომ ყოფილიყო თანმიმდევრული, მეტად გასაგები იქნებოდა მათი მხრიდან, თუნდაც ასეთი არასამართლიანი რეაგირება. მაშინ, როდესაც წლების მანძილზე ვერ იმჩნევდნენ აბსოლუტურად ვერც ერთ დანაშაულს, მათ შორის ახალგაზრდების ჩაცხრილვას, საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას, არაფერს ვამბობ აქციებზე ხალხის დარბევასა და მკვლელობაზე, დღეს ყველაფერზე ასეთი გაუგებარი, მწვავე რეაქციები იწვევს უსამართლობის განცდას და უფრო მეტად არწმუნებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ჩამოსაშლელად და ხელისუფლების შესაცვლელად, უბრალოდ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ღიად ჩართულები." - წერს კახა კახიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
ჩვენს გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება - მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში
დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“
დავით ჩიხელიძე „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ : იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს. დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა
არქივი