5
21 დეკემბერი 2024, 02:20
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელებას გეგმავს.
ნატოს ამჟამინდელი სამიზნე თავდაცვითი ხარჯებისთვის მშპ-ის 2%-ს შეადგენს. ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ალიანსს ამ თანხის გაზრდისკენ.
მისი პირველი ადმინისტრაციის დროს ტრამპმა 2018 წელს განაცხადა, რომ ნატოს თავდაცვითი ხარჯების მშპ-ის 4%-მდე უნდა გაიზარდოს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |