Financial Times: მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 21 დეკემბერი 2024, 00:40

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.


როგორც Financial Times-ი წერს, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირმა 16.5 მილიონი ტონის მოცულობის რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იმპორტი აღემატება გასული წლის მაჩვენებელს (15.18 მილიონი ტონა) და ასევე უსწრებს წინა რეკორდს, რომელიც 2022 წელს დამყარდა (15.21 მილიონი ტონა).


„რაც ვიხილეთ წელს, გასაკვირია. იმის ნაცვლად, რომ თანდათან შევამციროთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, მას ვზრდით“, - განაცხადა ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ანა მარია იალერ-მაკარევიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Financial Times: ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს, თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ
ევროკავშირის ომბუდსმენი ევროკომისიის ხელმძღვანელობაში არსებულ „მაფიის მსგავს კულტურაზე“ საუბრობს
ეკა სეფაშვილი: ალან ბერსე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა, ობიექტურად მოისმენდა ყველა პოლიტიკური აქტორის პოზიციას და დაგმო ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის - პოლიციელების მიმართაც
მსოფლიო დონის უახლესი ინფრასტრუქტურითა და სპორტისადმი გატაცებით, საქართველო მტკიცედ იკავებს ადგილს, როგორც ზამთრის სპორტის კერა სპორტული მიმართულებების გლობალურ რუკაზე - მამუკა ხაბარელი
POLITICO: ევროკავშირის გამჭვირვალობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისიას „გავლენიანი მრჩევლები“ მართავენ
არქივი