ეკა სეფაშვილი: ალან ბერსე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა, ობიექტურად მოისმენდა ყველა პოლიტიკური აქტორის პოზიციას და დაგმო ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის - პოლიციელების მიმართაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 20 დეკემბერი 2024, 23:27
პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს საქართველოში ვიზიტს აფასებს.

დეპუტატის თქმით, ალან ბერსე იყო პირველი ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელმაც ღიად თქვა, რომ მოისმენდა ყველა მხარის პოზიციას და საჯაროდ დაგმო ძალადობა ორივე მხრიდან, მათ შორის - სამართალდამცავების მიმართ.

ეკა სეფაშვილის თქმით, ალან ბერსემ საკუთარ თავზე გამოცადა ლიბერალური ფაშიზმიც, როდესაც ოპოზიციამ მის მიმართ სიძულვილის კამპანია გააჩაღა.

„ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიაზე გაძლიერდა გარე, კერძოდ ამერიკული „დიფ სთეითის“ გავლენა, უფრო სწორად, აქედან მოყოლებული ორად არის გახლეჩილი ევროპა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მან განმარტა, რომ 2009 წლამდე ევროკავშირის მთავარი ღირებულებები ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების დაცვა და თანასწორობა იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც „დიფ სთეითის“ გავლება ევროპაზე გაძლიერდა, თავად ევროპელი ხალხია უკმაყოფილო და ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ევროპულ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები, სადაც კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ.

„როგორც იცით და ყველას მოეხსენება, ევროკავშირი შეიქმნა, როგორც მშვიდობის პროექტი ქვეყნებს შორის, რომ თავიდან აეცილებინათ კონფლიქტები ერთმანეთს შორის და ღირებულებები, რაზეც იყო დაფუძნებული ევროკავშირი 2009 წლამდე, იყო ტოლერანტობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, თანასწორობა, მრავალფეროვნება, კულტურული იდენტობის დაცვა და ა.შ. ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიაზე გაძლიერდა გარე, კერძოდ ამერიკული „დიფ სთეითის“ გავლენა, უფრო სწორად, აქედან მოყოლებული ორად არის გახლეჩილი ევროპა. ეს გამოიხატება იმაში, რომ ხშირად ისეთ არაპრაგმატულ ნაბიჯებს დგამენ, რაც ისევ მათ ეკონომიკასა და სოციუმებს აზიანებს და ამაში ვგულისხმობ, პირველ რიგში ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც თავსმოხვეული იყო გარედან. ექსპერტების ნაშრომებს და ბოლო პერიოდის არჩევნების შედეგებსაც რომ გადავხედოთ, თვითონ ხალხია უკმაყოფილო, ევროპის ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ, რომლებიც ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს აყენებენ პირველ ადგილზე.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ყველაფერი მუშაობდა და ლიბერალურ ძალებს თავისი გაჰქონდათ, მაგრამ რაღაც ზღვარს რომ მიაღწიეს, ამ ყველაფერმა დაიწყო დაშლა და ახლა ჩვენც ამ მოვლენების მომსწრე ვართ. არჩევნებამდე პერიოდი რომ გავიხსენოთ, საქართველოს შესახებ დღეში დაახლოებით, 4-5 დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება იყო ჩვენი ხელისუფლების და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების წინააღმდეგ ანუ ფაქტობრივად, ეს იყო დასავლეთიდან ჩატარებული საარჩევნო კამპანია, რომელსაც ოპოზიცია ატარებდა დასავლეთის დახმარებით. ისინი ქვეყნის შიგნით არ ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რეგიონებში არ გადიოდნენ და თავიდან ბოლომდე იყვნენ დაკავებული ამ განცხადებებით. მათ შორის, იყო ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ხისტი და არასამართლიანი განცხადებებიც.

ამ დღეებში ალან ბერსე, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სტუმრობდა საქართველოს. ევროსაბჭო არის ევროპის ერთ- ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია, სადაც 48 ქვეყანაა გაერთიანებული. გაცილებით მეტი, ვიდრე ევროკავშირში და ეს არის ევროპაში ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაზე.

ალან ბერსე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ობიექტურად მოისმენდა ყველა პოლიტიკური აქტორის პოზიციას და დაგმო ყოველგვარი ძალადობას, მათ შორის პოლიციელების მიმართაც. ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება იმიტომ, რომ ობიექტურობა ნიშნავს, რომ გაირკვევა სიმართლე და ჩვენი ძალა ამ სიმართლეშია. სიმართლე ჩვენს მხარეს არის. ეს იყო პირველი კაცი დასავლეთიდან, რომელმაც ღიად თქვა, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას, მათ შორის დემონსტრანტების მხრიდან პოლიციელების მიმართ. მან დაგმო ძალადობა, ყველა მხრიდან, რასაც ჩვენ ვამბობდით ამდენი ხანი.

ამ ყველაფრის ფონზე კი ვიხილეთ ლიბერალური ფაშიზმი - ამ კაცმა თავის თავზე იწვნია ზიზღისა და სიძულვილის კამპანია, რომელიც გააჩაღეს მის წინააღმდეგ და ვფიქრობ, ცოტა გაოგნებულიც იყო, როცა გაიგო, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი მასთან არ აპირებდა შეხვედრას. ეს არის გამაოგნებელი ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა უარი თქვას დიალოგზე და ვფიქრობ, დარწმუნდა, რა მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ. მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ დარწმუნდა, არ გვყავს ქვეყანაში ოპოზიცია, გვყავს ჯაშუშური ქსელი, რომელიც მიდის ყველანაირ პროვოკაციაზე და არ აინტერესებთ დიალოგი. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის დავალებების შესრულება“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ყველა ძალა - როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Financial Times: ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს, თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ
ევროკავშირის ომბუდსმენი ევროკომისიის ხელმძღვანელობაში არსებულ „მაფიის მსგავს კულტურაზე“ საუბრობს
Financial Times: მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
მსოფლიო დონის უახლესი ინფრასტრუქტურითა და სპორტისადმი გატაცებით, საქართველო მტკიცედ იკავებს ადგილს, როგორც ზამთრის სპორტის კერა სპორტული მიმართულებების გლობალურ რუკაზე - მამუკა ხაბარელი
POLITICO: ევროკავშირის გამჭვირვალობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისიას „გავლენიანი მრჩევლები“ მართავენ
არქივი