POLITICO: ევროკავშირის გამჭვირვალობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისიას „გავლენიანი მრჩევლები“ მართავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 20 დეკემბერი 2024, 23:02

ევროკავშირის გამჭვირვალობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისიას „გავლენიანი მრჩევლები“ მართავენ.


ტერმინი „გავლენიანი მრჩეველი“ (კონსილიერი) გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც მაფიის მსგავსად იქცევიან, ტერმინი პოპულარობით სარგებლობს ფილმიდან ნათლია.


ევროკავშირის ომბუდსმენმა აღწერა მაფიის მსგავსი კულტურა ევროკომისიაში და ადანაშაულებს პირდაპირ მის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.


ემილი ო’რეილიმ, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ევროკავშირის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დამკვირვებელი, განუცხადა POLITICO-ს, რომ კომისიის გამჭვირვალობა დროთა განმავლობაში გაუარესდა.


ო’რეილიმ, რომელიც თანამდებობას თებერვალში დატოვებს, თქვა, რომ ამ როლში ყოფნის 11 წლის განმავლობაში იგი არასოდეს შეხვედრია ფონ დერ ლაიენს.


მან ასევე გამოხატა შეშფოთება კომისიის პრეზიდენტის კაბინეტში „გავლენიანი მრჩევლების“ მიმართ.


ისინი "ინტელექტუალური ხალხია - მაგრამ ისინი არ არიან არჩეულები", - დასძინა მან.


ო’რეილიმ აღნიშნა, რომ „ეს ორგანიზებული კულტურა ყოველთვის ზემოდან მოდის“, რაც გულისხმობს ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამჭვირვალობის ნაკლებობას.


მან დასძინა, რომ თუ ინფორმაცია „პოლიტიკური მიზეზების გამო იფარება“ და კულტურა ზემოდან მოდის, მაშინ სავარაუდოდ პრეზიდენტი, ფონ დერ ლაიენი და მისი კაბინეტი აყალიბებენ ამ კულტურას.


მან თქვა, რომ კომისიის თავშეკავება, როდესაც საქმე ეხება დოკუმენტების გადაცემას მიუღებელია და დასძინა, რომ ტენდენცია „შემაშფოთებელია“.


„როდესაც ჩვენ მოთმინებით ვმუშაობთ დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე, [ევროპის სასამართლოს] კანონის მიხედვით, ამ ყველაფერს ვაკეთებთ - და ისინი მაინც ამბობენ უარს. ეს იმედგამაცრუბელია“, - განაცხადა მან.


ო’რეილიმ გააკრიტიკა ევროპარლამენტი კომისიის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობის გამო და მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, გაიხსენოს მისი ძლიერი ზედამხედველობითი როლი.


„ევროპარლამენტარებმა არაერთხელ მკითხეს, როგორ გავხადოთ კომისია უფრო ანგარიშვალდებული? როგორ მივიღოთ ჩვენთვის საჭირო დოკუმენტები? და ვიფიქრე, ნუთუ მე მეკითხებიან?“ - თქვა მან.


”მე ვარ ომბუდსმენი, 80 ადამიანით, ისინი არიან ინსტიტუტი, რომელმაც უნდა მოსთხოვოს პასუხი კომისიას, ასე რომ, თუ ისინი რჩევას მთხოვენ, ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელია“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Financial Times: ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს, თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ
ევროკავშირის ომბუდსმენი ევროკომისიის ხელმძღვანელობაში არსებულ „მაფიის მსგავს კულტურაზე“ საუბრობს
Financial Times: მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
ეკა სეფაშვილი: ალან ბერსე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა, ობიექტურად მოისმენდა ყველა პოლიტიკური აქტორის პოზიციას და დაგმო ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის - პოლიციელების მიმართაც
მსოფლიო დონის უახლესი ინფრასტრუქტურითა და სპორტისადმი გატაცებით, საქართველო მტკიცედ იკავებს ადგილს, როგორც ზამთრის სპორტის კერა სპორტული მიმართულებების გლობალურ რუკაზე - მამუკა ხაბარელი
არქივი