თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ნებისმიერ კანონზე ან სხვა თვისობრივ საკითხებზე, უკვე არის მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარება და ოპოზიცია თავს ნუღარ იტყუებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 20 დეკემბერი 2024, 15:34

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალენ ბერსეს ვიზიტის შემდეგ საპროტესტო აქციებმა მნიშვნელობა დაკარგა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ალენ ბერსეს ვიზიტის შემდეგ ახალი თავსატეხი გაუჩნდა - როგორ განაგრძონ აქციები, შეინარჩუნონ პროტესტის მუხტი 20 იანვრამდე და როგორ აიძულონ დონალდ ტრამპი, გაჰყვეს წინამორბედის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტმა საქართველოში ცხადყო მათი პოზიცია და უკან დახევა ქართველი ხალხის არჩევანის წინაშე. ოპოზიციის აბსურდული ბრალდება, რომ ხელისუფლებამ მას 300 000 ხმა მოჰპარა, იმდენად სასაცილოდ ჟღერს, რომ რიგი ევროპელი ლიდერისთვის ამის აღიარება თავმოყვარეობის საკითხია. მათ შორის აღმოჩნდა ევროსაბჭოს გენერალური მდივანიც, რომელსაც ერთხელაც არ უხსენებია არჩევნების ლეგიტიმაცია. თქვა, რომ ამაზე შესაბამისი დასკვნა დაიდება, საუბარია ეუთო ოდირის დასკვნაზე, რაც ყველასათვის უკვე ცხადია.

რაც შეეხება საქართველოში სამდღიან ვიზიტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ნებისმიერ კანონზე ან სხვა თვისობრივ საკითხებზე, უკვე არის მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარება და ოპოზიცია თავს ნუღარ იტყუებს. ამ ვიზიტის შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა მნიშვნელობა დაკარგა და ახლა სხვა თავსატეხი გამოუჩნდათ - როგორ განაგრძონ აქციები და შეინარჩუნონ პროტესტის მუხტი 20 იანვრამდე? როგორ აიძულონ დონალდ ტრამპი, რომ გაჰყვეს წინამორბედის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ?

ვნახეთ, რა პოლიტიკურ ინოვაციებს შემოგვთავაზებენ პოლიტიკურად გაკოტრებული ქუჩის აქტორები?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
არქივი