ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს, უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ცხვირის ჩაყოფის ახალ ვარიანტი, იმ პოლიციელების „დასჯაა“, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში არეულობას და კრიმინალს ებრძვიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 20 დეკემბერი 2024, 00:39

შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე, მარტივი კითხვები მიჩნდება საქართველოს დაუძინებელი მეგობრების მიმართ. როგორც მახსოვს, ყველა ის მეთოდი და ტაქტიკა, რომელსაც ჩვენი პოლიცია არეულობის დროს მართლწესრიგის დასამყარებლად იყენებს, სწორედ ევროპისა და აშშ-ის მაღალპროფესიონალი ინსტრუქტორების მიერაა ნასწავლი, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, კიდევ ერთხელ შეცდნენ უცხოელი "ჭკუის დამრიგებლები", ვინაიდან, ვახტანგ გომელაურს და ქართველ პოლიციელებს იმით ვერ დააშინებენ, რომ უცხოეთში "შოპინგზე" ჩასვლას აუკრძალავენ.

„შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე, მარტივი კითხვები მიჩნდება საქართველოს დაუძინებელი მეგობრების მიმართ. როგორც მახსოვს ყველა ის მეთოდი და ტაქტიკა, რომელსაც ჩვენი პოლიცია არეულობის დროს მართლწესრიგის დასამყარებლად იყენებს, სწორედ ევროპისა და აშშ-ს მაღალპროფესიონალი ინსტრუქტორების მიერაა ნასწავლი. მეორეც საინტერესოა, დასავლეთის ქვეყნებში როგორ იქცევიან იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელიც ძალადობის აქტებს ჩადიან, პოლიციელების მისამართ დამიზნებულ პიროტექნიკას, ქვებს და მოლოტოვის კოქტეილების მოგერიების მეთოდებიც ეცოდინებათ, რომელსაც ჩვენ სანამ ევროკავშირის წევრები არ გავხდებით ალბათ არ გვეუბნებიან. როგორც ჩანს, უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ცხვირის ჩაყოფის ახალ ვარიანტი, ალბათ იმ ქვეყნის პოლიციელების "დასჯაა" რომელიც საკუთარ ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას და კრიმინალს ებრძვიან. კიდევ ერთხელ შეცდნენ ჩვენი "ჭკუის დამრიგებლები", ვერც ვახტანგ გომელაურს და ვერც ქართველ პოლიციელებს იმით ვერ დააშინებენ, რომ უცხოეთში "შოფინგზე" ჩასვლას თუ აუკრძალავენ, როგორც ჩანს ჩვენი სამართალდამცავები, მათ მიერ გადაბირებულ სამართალდამრღვევ უსამშობლო აგენტურაში ეშლებათ“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
ჩვენს გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება - მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში
დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“
არქივი