ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა“ „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა განიხილონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 19 დეკემბერი 2024, 00:49
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა“, ვალერი ბგანბამ „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა განიხილონ. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ზაფხულში მისაღები ელექტროენერგიის შემცირების ხარჯზე, ზამთრის ლიმიტის გაზრდაზე, როგორც კი ამის საშუალებას ენგურჰესის გამომუშავება მისცემს.

18 დეკემბერს, კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა, ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ხდება კონტრაქტით გათვალისწინებულ წინასწარი გადახდის ფარგლებში, ამასთან ჯერ არ განიხილება კონტრაქტის 2025 წლისთვის გაგრძელების შესაძლებლობა“.

11 დეკემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას დღისით დენი არასრული სამი საათის განმავლობაში, ხოლო ღამით 21:00-დან 07:00 საათამდე მიეწოდება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: მას აქვს გედის ბოლო სიმღერის ამბავი, რომ ავნოს თავის ქვეყანას. ორბელიანების სასახლეს ახალი მოსახლე ეყოლება ძალიან მალე და ზურაბიშვილს კიდევ სხვა სამსახურის მოძებნა მოუწევს
დავით მათიკაშვილი: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე მსჯელობა გაცდენილია ყოველგვარი საზრიანობის საზღვარს
გიორგი ვოლსკი: ჩვენ დღესვე მზად ვართ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სიღრმისეულად ვიმსჯელოთ, თუ რაიმე არ არის ჩვენს ინტერესებში, ეს არის აშშ-სთან დაპირისპირება
ტიერი მარიანი: 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ
ტიერი მარიანი: საქართველოში ყველამ იცის, რომ პარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი. ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები
არქივი