ტიერი მარიანი: 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 18 დეკემბერი 2024, 23:39

როდესაც პორტუგალიაში, ირლანდიაში, საფრანგეთში ცხოვრობ, ძალიან მარტივია ილაპარაკო - საზღვრები დავბლოკოთ, ვაჭრობა შევწყვიტოთ, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. როდესაც რუსეთის საზღვართან იმყოფები, ეს იგივე არ არის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

„ვფიქრობ, მთავრობის ფუნქციაა იფიქრო ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე და მე სრულად მესმის რატომ არ შემოიღეთ სანქციები. სერბეთმაც უარი განაცხადა სანქციებზე და ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღი აქვთ, უნგრეთმაც უარი განაცხადა, რადგან იაფი ენერგომატარებლები გვაქვს და რას მივიღებთ ინდუსტრიისთვის, რომ სანქციები დავაწესოთ? შეხედეთ ქვეყნებში სიტუაციას, რომლებმაც სანქციები შემოიღო, დავაკვირდეთ გერმანიას და საფრანგეთს - ძალიან ცუდია მდგომარეობა რადგან ენერგომატარებლების ფასი ურტყამს კომპანიებს. მე დიდი ხანია ვმოღვაწეობ პოლიტიკაში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ამ მომენტში არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმავეს გავაკეთებდი, პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არა ქალბატონი ფონ დერ ლაიენის ინტერესებით“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: მას აქვს გედის ბოლო სიმღერის ამბავი, რომ ავნოს თავის ქვეყანას. ორბელიანების სასახლეს ახალი მოსახლე ეყოლება ძალიან მალე და ზურაბიშვილს კიდევ სხვა სამსახურის მოძებნა მოუწევს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა“ „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა განიხილონ
დავით მათიკაშვილი: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე მსჯელობა გაცდენილია ყოველგვარი საზრიანობის საზღვარს
გიორგი ვოლსკი: ჩვენ დღესვე მზად ვართ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სიღრმისეულად ვიმსჯელოთ, თუ რაიმე არ არის ჩვენს ინტერესებში, ეს არის აშშ-სთან დაპირისპირება
ტიერი მარიანი: საქართველოში ყველამ იცის, რომ პარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი. ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები
არქივი