6
18 დეკემბერი 2024, 23:26
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლურ სამყაროში მიმდინარე შიდა ბრძოლაში ლიბერალები აგებენ, ხოლო პატრიოტები იმარჯვებენ.
ვიქტორ ორბანის თქმით, პატრიოტების ყველაზე დიდი გამარჯვება აქამდე დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იყო.
„დასავლურ სამყაროში ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი და ციტადელი ბრიუსელია. ეს მორდორის ტერიტორიაა, ბნელმა მბრძანებელმა იქ დაიმკვიდრა თავი. იქ მხოლოდ ლიბერალები დარჩნენ“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროპაში სასწრაფოდ არ მოხდება ცვლილებები, ევროპა კიდევ უფრო ეკონომიკურად არარელევანტური გახდება.
„ამერიკელი „რესპუბლიკელების“ გამარჯვებით მიგრაციის, გენდერისა და ომის მომხრე პოლიტიკა მოკვდა. ახლა უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს ცვლილებები. ჩვენ იმ მხარეს ვართ, სადაც პრეზიდენტი ტრამპია. ჩვენ ცვლილებების პატრიოტულ მხარეს ვართ, რომელიც მოდის დასავლურ სამყაროში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ქრისტიანული კულტურის ტერიტორიაა და ხალხი გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მიიღებს არაბუნებრივ რაღაცებს.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ 2010 წლიდან ბრიუსელს უნგრეთში ხელისუფლების შეცვლა სურს, რომ ბრიუსელი ყველა არჩევნებზე ცდილობდა მის ჩამოგდებას, მაგრამ მან ამას ხელი შეუშალა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |