ესპანეთის მთავრობამ წარადგინა ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 18 დეკემბერი 2024, 21:20
ესპანეთის მთავრობამ წარადგინა ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივამ უნდა ჩაანაცვლოს 1984 წლის კანონმდებლობა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ის ვრცელდება ინტერნეტმომხმარებლებზე, რომლებსაც 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს ერთ პლატფორმაზე ან ერთობლივად 200 ათასზე მეტი გამომწერი რამდენიმე პლატფორმაზე. კანონპროექტი მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს. მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ მცდარი ინფორმაციის შესწორება.

ამასთან, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვა აღარ იქნება საჭირო ონლაინ მედიასაშუალების ხელმძღვანელთან, რადგან მისი ვინაობის დადგენა ხშირად გართულებულია.

„ჩვენ უფრო მეტად ვურთულებთ ცხოვრებას მათ, ვინც საკუთარ მუშაობას ყოველდღიურად უძღვნის ტყუილს და ყალბი ამბების გავრცელებას, შესაბამისად, ეს არის კარგი ამბავი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ესპანეთის იუსტიციის მინისტრმა, ფელიქს ბოლანიოსმა.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ესპანეთის მთავრობის „დემოკრატიული განახლების“ გეგმის ნაწილია, რომლის დაწყება ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისში მას შემდეგ, გამოაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ცოლის წინააღმდეგ კორუფციული ბრალდებების გამო გამოძიება დაიწყო.

ულტრამემარჯვენე ჯგუფმა, რომელმაც სასამართლოში სარჩელი წარადგინა, მოგვიანებით აღიარა, რომ ბრალდება მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ ცნობებს ეფუძნებოდა. ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტთან დაკავშირებით თავდაპირველად კონსულტაციები გაიმართება, რის შემდეგაც მას პარლამენტს წარუდგენენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე მსჯელობა გაცდენილია ყოველგვარი საზრიანობის საზღვარს
გიორგი ვოლსკი: ჩვენ დღესვე მზად ვართ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სიღრმისეულად ვიმსჯელოთ, თუ რაიმე არ არის ჩვენს ინტერესებში, ეს არის აშშ-სთან დაპირისპირება
ტიერი მარიანი: 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ
ტიერი მარიანი: საქართველოში ყველამ იცის, რომ პარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი. ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები
ორბანი: დასავლურ სამყაროში ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი და ციტადელი ბრიუსელია - ეს მორდორის ტერიტორიაა, ბნელმა მბრძანებელმა იქ დაიმკვიდრა თავი, იქ მხოლოდ ლიბერალები დარჩნენ
არქივი