მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 18 დეკემბერი 2024, 21:16

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, აჰმედ ალნუაიმისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა მიულოცა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება. განხილულ იქნა მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტების გაცვლის საკითხი. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტიერი მარიანი: 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ
ტიერი მარიანი: საქართველოში ყველამ იცის, რომ პარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი. ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები
ორბანი: დასავლურ სამყაროში ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი და ციტადელი ბრიუსელია - ეს მორდორის ტერიტორიაა, ბნელმა მბრძანებელმა იქ დაიმკვიდრა თავი, იქ მხოლოდ ლიბერალები დარჩნენ
ტიერი მარიანი: როდესაც დისკუსია და შეთანხმების მიღწევა გსურს, განხილვის უნარი უნდა გქონდეს, თუ უვიზო რეჟიმზე უარს ვამბობთ დიპლომატებთან მიმართებით, რისი განხილვა იქნება შესაძლებელი? ეს სრული ნონსენსია
ვედანტ პატელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს
არქივი