საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 18 დეკემბერი 2024, 21:14
საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

2021 წლის 1-ელ მარტს, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და „გავლენით ვაჭრობაში“. სასამართლომ მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც ორი პირობითი იყო, ერთი წლით კი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.

2020 წლის 8 დეკემბერს, საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნიკოლა სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

ნიკოლა სარკოზისა და მის ადვოკატს, ტიერი ერზოგს ბრალად ედებათ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერ აზიბერის მოქრთამვის მცდელობა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი, ტიერი ერზოგი ჟილბერ აზიბერის მოქრთამვას ცდილობდნენ და ლილიან ბეტანკურის მიერ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სანაცვლოდ მას მონაკოში პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობდნენ.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში გამომძიებლებმა ნიკოლა სარკოზის სატელეფონო საუბრების მოსმენა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ნიკოლა სარკოზი თავის ადვოკატს სხვა სახელზე დარეგისტრირებული მობილური ტელეფონებით ესაუბრებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: ჩვენ დღესვე მზად ვართ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სიღრმისეულად ვიმსჯელოთ, თუ რაიმე არ არის ჩვენს ინტერესებში, ეს არის აშშ-სთან დაპირისპირება
ტიერი მარიანი: 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, არცერთმა ქვეყანამ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მარტო დარჩით და ამიტომ აბსოლუტურად მესმის, რატომაც არ შემოიღებს თქვენი ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ
ტიერი მარიანი: საქართველოში ყველამ იცის, რომ პარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი. ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები
ორბანი: დასავლურ სამყაროში ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი და ციტადელი ბრიუსელია - ეს მორდორის ტერიტორიაა, ბნელმა მბრძანებელმა იქ დაიმკვიდრა თავი, იქ მხოლოდ ლიბერალები დარჩნენ
ტიერი მარიანი: როდესაც დისკუსია და შეთანხმების მიღწევა გსურს, განხილვის უნარი უნდა გქონდეს, თუ უვიზო რეჟიმზე უარს ვამბობთ დიპლომატებთან მიმართებით, რისი განხილვა იქნება შესაძლებელი? ეს სრული ნონსენსია
არქივი