პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში არის კულმინაციური მომენტი.
„თუ ვინმეს წაუკითხავს სერგო ორჯონიკიძის გზავნილები, მაშინ, როდესაც ის ოკუპანტისგან ითხოვდა, რომ ჯარებით შემოსულიყო და დაეპყრო საქართველოს მაშინდელ;ი ხელისუფლება, ალბათ ძალიან დიდი პარალელს გაავლებს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლასთან. მაშინ, როდესაც ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და როდესაც შენს ბატონებთან გამოდიხარ სიტყვით, ალბათ სწორედ ისე უნდა საუბრობდე, როგორც სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა. ეს არის კულმინაციური მომენტი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ალბათ ყველაზე უფრო დიდი და შავი ლაქა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს. ის იწვევდა უცხო ძალებს და უცხო პოლიტიკურ გავლენებს იმისთვის, რომ საქართველოში, ქართველი ხალხის არჩევანზე მოახდინო ნ გავლენა. ეს არის საკუთარი ქვეყნის წარმოუდგენელი მტრობა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში დასავლეთი, ევროპა და დემოკრატიული ქვეყნები დარჩებიან თავისი პრინციპების ერთგული და არავითარ შემთხვევაში, არცერთი ქმედითი ფორმით არ გამოეხმაურებიან იმ ორჯონიკიძისეულ მოთხოვნებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |