ტიერი მარიანი: ევროკავშირი მუდმივად ამბობს, რომ ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევას, მაგრამ თავად იმავეს აკეთებს თქვენს ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 18 დეკემბერი 2024, 18:13

ევროკავშირი მუდმივად ამბობს, რომ ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევას, მაგრამ თავად იმავეს აკეთებს თქვენს ქვეყანაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

მან სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში მიწვევა და სიტყვით გამოსვლა, მანდატის ამოწურვამე 10 დღით ადრე, პროვოკაციად შეაფასა.

„არ მესმის რატომ უნდა დასანქცირდეს თავისუფალი ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. ეს სანქციები რეალურად მთავრობის წინააღმდეგ კი არ არის, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ მოსვლას დაუჭირა მხარი. ეს სანქციები არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა წარმატებული. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს მომავალზე ევროკავშირის შიგნით. ევროპამ პატივი უნდა სცეს ქვეყანას, ხალხის არჩევანს. ეს სანქციები კი კარგი გზავნილი არ არის. ვფიქრობ, საქართველოში სიმშვიდე უნდა დაბრუნდეს, ეს შედის ხალხის ინტერესში. ის ფაქტი, რომ ჩვენ თქვენი პრეზიდენტი აქ ვიხილეთ, მისი მანდატის ამოწურვამდე 10 დღით ადრე, ცოტა არ იყოს პროვოკაციაა. ევროკავშირი მუდმივად ამბობს, რომ ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევას, მაგრამ ის თავად იმავეს აკეთებს თქვენს ქვეყანაში. ყოველივე ამის დასრულების შემდეგ ცხადია, უნდა აღვადგინოთ დისკუსია და კარგი ურთიერთობები ჩვენს ინსტიტუტებს შორის. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემმა კოლეგებმა უნდა გაიაზრონ, რომ სხვა ქვეყნის მოსახლეობის ნება და არჩევანი შეიძლება მათ ოცნებებს არ ემთხვეოდეს“, - აღნიშნა მარიანიმ.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

„ჩემი გადმოსახედიდან საქართველოში ასეთი სიტუაციაა - გამარჯვებული ქვეყანა ემხრობა ევროკავშირს, საკუთარი ერის ინტერესების დაცვას. მე მესმის, რომ ქართველი ხალხი უპირველეს ადგილზე აყენებს თავის ეროვნულ ინტერესებს და ამის მომდევნო პრიორიტეტია ევროკავშირთან თანამშრომლობა. მაგალითად, როდესაც ევროკავშირში ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს, ჩემთვის სავსებით გასაგებია, რომ თქვენი ქვეყანა პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, მაგრამ ჩემს კოლეგებს ეს არ ესმით. მარტივია მკაცრი სანქციების დაწესება, როდესაც საფრანგეთში ცხოვრობ. გეოგრაფია მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გვესმოდეს თქვენი მდგომარეობა“, - აღნიშნა მარიანიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ესპანეთის მთავრობამ წარადგინა ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
ნინო წილოსანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: მათი თითოეული დოკუმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
არქივი