ევროდეპუტატი პატრიკ იაკი ევროპარლამენტარებს: თქვენ გძულთ დემოკრატია, ადამიანები, განსხვავებული აზრი, თქვენ გიყვართ ტირანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 18 დეკემბერი 2024, 18:11
ევროპარლამენტარმა პატრიკ იაკიმ თავის კოლეგებს მიმართა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას მხარი დაუჭირეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ არ მოსწონთ.

„ჯორჯესკუ არის კანდიდატი, რომელსაც მე ხმას არასდროს მივცემდი. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ის არ მოგვწონს, არ არის არჩევნების გაუქმების მიზეზი. რაში სდებთ ბრალს? მოდით, წავიკითხოთ. მან დაიქირავა სააგენტო, რომელიც მას ონლაინ კონტენტის განთავსებაში ეხმარებოდა. თუ ვინმე თქვენგანს არასდროს გაუკეთებია ასე, აწიეთ ხელი“, - თქვა იაკიმ.

„ალგორითმის გამოყენებით Tik Tok-ი კანდიდატს პოპულარულს ხდიდა. ხომ არ დაგავიწყდათ, Facebook-ი როგორ ხდის პოპულარულს თქვენს კონტენტს, როცა ულტრამემარჯვენე კონტენტს ბლოკავთ? ფაქტობრივად, თქვენ კანდიდატი აკრძალეთ იმის გამო, რომ ის სპეციფიკური მედიის მიერ იყო მხარდაჭერილი. ასეთი ევროპაში 80%-ია. მაშინ ჩვენ ევროპაში ყველა მთავრობა უნდა ავკრძალოთ“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ჯორჯესკუს აბრალებენ იმას, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დახმარებას გარედან იღებდა. იაკი ამბობს, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო ევროპელები თავად ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში.

„თქვენ ამბობთ, რომ ის გარედან იღებდა დახმარებას. გვერდზე გადავდოთ ის, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, დაგავიწყდათ, როგორ არაკანონიერად ჩაერიეთ არჩევნებში პოლონეთში და სხვა ქვეყნებში თქვენი კანდიდატის მხარდასაჭერად? თქვენ ამ უკანონობით იმდენად შორს წახვედით, რომ დაბლოკეთ ევროპული ფონდები, რათა თქვენი კანდიდატებისთვის მხარი დაგეჭირათ. თქვენ ეროვნულ არჩევნებში ვინმეს ჩარევის პასუხისმგებლობაზე საუბრობთ? კარგით, რა. ეს აბსურდია. სიმართლე განსხვავებულია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ უმეორებთ მსოფლიოს დემოკრატიის შესახებ განცხადებებს სხვადასხვა ფორმაში. თქვენ გძულთ დემოკრატია, თქვენ გძულთ ადამიანები, თქვენ გძულთ განსხვავებული აზრი, თქვენ გძულთ თავისუფლება, თქვენ გიყვართ ტირანია“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროდეპუტატმა.

ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა 2 დეკემბერს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები გააუქმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ესპანეთის მთავრობამ წარადგინა ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
ნინო წილოსანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: მათი თითოეული დოკუმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
არქივი