შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 18 დეკემბერი 2024, 15:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა ალენ ბერსეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი და შედეგები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ესაუბრა და ძალადობრივი პროტესტის ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად შეფასების მნიშვნელობას.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე.

მხარეებმა გამოხატეს, ღია დიალოგის საფუძველზე, შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ და აღნიშნული დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა გიორგობიანი რადიკალებზე: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, ეს მაიდანს ნამდვილად არ ჰგავდა, სუროგატი იყო უფრო ამის და მოაწყვეს სამოქალაქო ომის იმიტაცია საახალწლო პიროტექნიკით
ნინო წილოსანი: არავის აწყობს იქეთ მხარეს დიალოგი. არც არავის აინტერესებს თავიანთ კითხვებზე პასუხების მიღება იმიტომ, რომ არ არსებობს კითხვა, საქართველომ შეიცვალა თუ არა რაიმე კურსი. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ურყევია
ნინო წილოსანი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე: როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და შენს ბატონებთან სიტყვით გამოდიხარ, ალბათ ასე უნდა საუბრობდე - ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს
ტიერი მარიანი: ევროკავშირი მუდმივად ამბობს, რომ ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევას, მაგრამ თავად იმავეს აკეთებს თქვენს ქვეყანაში
ევროდეპუტატი პატრიკ იაკი ევროპარლამენტარებს: თქვენ გძულთ დემოკრატია, ადამიანები, განსხვავებული აზრი, თქვენ გიყვართ ტირანია
არქივი