ეკა სეფაშვილი: ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 18 დეკემბერი 2024, 15:47

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს მდივანთან შეხვედრას მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პროტესტი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ალენ ბერსეს მიაწოდეს ინფორმაცია დემონსტრანტების მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით.

ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მდივნის სურვილი - მოისმინოს ყველა მხარის პოზიცია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანია და დიდია დაინტერესება სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს მიმართ.

„დაწვრილებით განვიხილეთ ის პროტესტი და დემონსტრაციები, რომლის შესახებაც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. დაწვრილებით ავუხსენით თუ როგორ მოქმედებდა პოლიცია, რა ტიპის ძალადობა იყო დემონსტრანტების მხრიდან. ევროპის საბჭოს მდივანი ძალიან მონდომებული იყო იმისათვის, რომ ყველა მხარის პოზიცია მოესმინა და ჩემი აზრით, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვხდებით ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის მსხვერპლი, როგორც ქვეყანა, ასევე ცალკეული პოლიტიკოსები.

ასე, რომ ევროპის საბჭოს მდივნის ეს მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს და მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ჩემი აზრით, ძალიან მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის და რა დიდია სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოთი დაინტერესება,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა გიორგობიანი რადიკალებზე: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, ეს მაიდანს ნამდვილად არ ჰგავდა, სუროგატი იყო უფრო ამის და მოაწყვეს სამოქალაქო ომის იმიტაცია საახალწლო პიროტექნიკით
ნინო წილოსანი: არავის აწყობს იქეთ მხარეს დიალოგი. არც არავის აინტერესებს თავიანთ კითხვებზე პასუხების მიღება იმიტომ, რომ არ არსებობს კითხვა, საქართველომ შეიცვალა თუ არა რაიმე კურსი. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ურყევია
ნინო წილოსანი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე: როდესაც რევოლუცია ჩაგივარდა და შენს ბატონებთან სიტყვით გამოდიხარ, ალბათ ასე უნდა საუბრობდე - ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს
ტიერი მარიანი: ევროკავშირი მუდმივად ამბობს, რომ ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევას, მაგრამ თავად იმავეს აკეთებს თქვენს ქვეყანაში
ევროდეპუტატი პატრიკ იაკი ევროპარლამენტარებს: თქვენ გძულთ დემოკრატია, ადამიანები, განსხვავებული აზრი, თქვენ გიყვართ ტირანია
არქივი