მამუკა მდინარაძე ესტონეთისა და ლიეტუვის სანქციებზე: ფაშისტებს წინა საუკუნის 40-იან წლებშიც კი არ მოუფიქრებიათ, რომ მაგალითად, დაესაჯათ მამა იმისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 18 დეკემბერი 2024, 12:44

ფაშისტებს წინა საუკუნის 40-იან წლებშიც კი არ მოუფიქრებიათ, რომ მაგალითად, დაესაჯათ მამა იმისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.


მისივე თქმით, სანქციების დაწესება დაავალეს იმ ქვეყნებს, სადაც მათი ამჟამინდელი მმართველების გამო სუვერენიტეტი განულებულია.


„ფაშისტებს წინა საუკუნის 40-იან წლებშიც კი არ მოუფიქრებიათ, რომ მაგალითად, დაესაჯათ მამა იმისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი. ასეთი რამ ფაშისტებს არ მოუფიქრებიათ! ან, თავისი აზრის გამოხატვისთვის დაესაჯათ ადამიანი - მაგალითად, გოგა ხაინდრავა რატომ არის დასანქცირებული ვერ გაიგო ვერავინ; ან ზვიად შალამბერიძე რა შუაშია. კარგით, ვიღაცები ჩვენ ვერ გვიტანენ, დაავალეს იმ ქვეყნებს, სადაც სუვერენიტეტი განულებულია მათი ამჟამინდელი მმართველების, ამჟამინდელი ხელისუფლებების გამო - სუვერენიტეტი არის ნული. სადაც ყველაზე დაბალია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი, ზუსტად იმ ქვეყნიდან წამოვიდა სანქციები. ჩემზე და სხვებზე გასაგებია. არ მოვწონვართ, რაღაცებს გვაბრალებენ, მაგრამ პირობითად, გოგა ხაინდრავა - აზრის გამოხატვის გამო; გია კობახიძე იმიტომ, რომ 46 წლის წინ შვილი შეეძინა, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა. ფაშისტებს რაც არ მოუფიქრებიათ, სამწუხაროდ, ის რეალიზებაში მოიყვანეს ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა“, - განაცხადა მდინარაძემ.


საქართველოს მთავრობამ 16 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ჩვენი გადაწყვეტილებაა, ლიეტუვასთან და ესტონეთთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბიშვილი: კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ეკა სეფაშვილი: ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის
ცესკო: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა, შეეცადონ, საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება
საქართველოს პირველი არხი ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლაზე: დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილ დაძაბულ ვითარებაში შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა
არქივი