მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტზე: დაგეგმილი ჰქონდათ, რომ შვიდასამდე დეპუტატს მიეღო მონაწილეობა ამ პერფორმანსში, მაგრამ მაქსიმუმ ასამდე დეპუტატი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 18 დეკემბერი 2024, 12:27
გუშინ, რაც ამ ტრიბუნაზე ვილაპარაკე ერთი ერთში დაჯდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, დაგეგმილი ჰქონდათ, რომ რამდენიმე ასეულ, შვიდასამდე დეპუტატს უნდა მიეღო მონაწილეობა ამ პერფორმანსში, მაგრამ მაქსიმუმ ასამდე დეპუტატი იყო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევის თაობაზე.

„ჩემს თვლაზე დიდი ამბავი აქვთ ხოლმე და კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ მაქსიმუმ ასამდე დეპუტატი იყო ვინც ამ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, მეტი ვერ დაალაგეს როგორც ჩანს, მათი მოლოდინის მიუხედავად მეტი არ იყო ფიზიკურად დარბაზში. არ ვიცი ეს კენჭისყრის წინ ვერ მოხერხდა და სხვა დროს გამოვიდა, თუ რა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილს რა ე.წ. ბენეფიტი, სარგებელი უნდა მიეღო მისი ევროპელი მეგობრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვისზეც გავლენა აქვთ მის პატრონებს და დავალების მიმცემებს. არათუ წარსულში მომხდარი ამბავი ვიცით ხოლმე სწორად, არამედ წინასწარ ბევრი რაღაც ვიცით აღმოჩნდა, ერთ-ერთი მტკიცებულებაც ეს არის, რა მოხდებოდა მომავალში. გუშინვე მოგიყევით ყველა კამერაში ჩაწერილი და გადაღებულია, გავრცელდა კიდევაც ინფორმაცია ჩემი განცხადების შესახებ, როგორც ვიცი და დღეს ერთი ერთში ის სურათი ვნახეთ, რაც მე გუშინ მოგიყევით წინსწრებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბიშვილი: კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ეკა სეფაშვილი: ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის
ცესკო: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა, შეეცადონ, საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება
საქართველოს პირველი არხი ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლაზე: დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილ დაძაბულ ვითარებაში შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა
არქივი