სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 18 დეკემბერი 2024, 12:12

მიმდინარე პროცესი არ არის რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, რადგან არ არის მოთხოვნა, რომ ვინმე უნდა გადააგდონ ან რომელიმე ძალა. ეს ეხება არჩევნებთან დაბრუნებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მოდით, ვნახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება დღეს, რომლის ჩვენებას დღეს ქუჩებში ცდილობენ, მაგრამ, მოდი ვნახოთ დემოკრატიული გზით არჩევნებზე. არ არის ორი მხარე საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში არ არის ორი მხარე, თუმცა არის მცდელობა იმაში დარწმუნების, რომ ჩვენ შესაძლოა, მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.

მადლობა, რომ საქართველოსთვის ასეთ გადამწყვეტ დროს მომეცით უფლება, აქ ვყოფილიყავი და მესაუბრა იმის შესახებ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლის წევრებიც რამდენიმე დღის წინ იყვნენ საქართველოში. მათი საქართველოში ყოფნა ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ეს გადამწყვეტი დროა, რადგან ზოგიერთ მომენტში ჩვენ ვგრძნობთ თავს 1921 წელიწადში. ეს სცენები მეორდება და სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და შემართება, რომლითაც რეაგირებს დღეს ქართველი ხალხი, რასაც ისინი აღიქვამენ თავისუფლების, მომავლის და რაღაც კუთხით დამოუკიდებლობის უფლების ჩამორთმევად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომიტინგეები 21 დღეა, რაც ქუჩაშია

„ხალხი 21 დღეა, ქუჩაშია. ეს ძალიან საინტერესო მოძრაობაა, რომელიც ჯერ ღამით დაიწყო და შემდეგ დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ მოძრაობაში მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი მონაწილეობდა და ახლა ის პრაქტიკულად მოიცავს მთელ საზოგადოებას. სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ ამ 21 დღეს არ მოიცავს, ეს პროტესტი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პროტესტი იყო წელს გაზაფხულზეც, როცა რუსული კანონი ხელახლა წარადგინეს. ეს პროტესტი იყო შარშან გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი პირველად წარადგინეს. ეს პროტესტი იყო სპეციფიკური და დამახასიათებელი საქართველოსთვის ყოველთვის, როდესაც ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მათ თავისუფლებას, ევროპელობას და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროტესტი არის მშვიდობიანი.

„საქართველოში სოციალური პირობების მიმართ პროტესტი არასდროს ყოფილა და ამას თავისი მიზეზები აქვს, რადგან ამ კუთხით სიტუაცია, სულ მცირე, დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ერთადერთი დრო, როცა ხალხი მასობრივად გამოდის ქუჩაში, არის მაშინ, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ დგას ეგზისტენციალური საკითხი. ახლა სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ეს საპროტესტო მოძრაობა არის ძალიან მშვიდობიანი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მისი მონაწილეები მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ, დამიბრუნეთ ხმა, რადგან არჩევნები მოიპარეს. დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი და ეს არის ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი ეხება ხელახალი არჩევნების ჩატარებას და ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა.

„ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, რადგან არ არის მოთხოვნა, რომ ვინმე უნდა გადააგდონ ან რომელიმე ძალა. ეს ეხება არჩევნებთან დაბრუნებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მოდით, ვნახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება დღეს, რომლის ჩვენებას დღეს ქუჩებში ცდილობენ, მაგრამ, მოდი ვნახოთ დემოკრატიული გზით არჩევნებზე. არ არის ორი მხარე საქართველოში. არის მცდელობა იმაში დარწმუნების, რომ ჩვენ შესაძლოა, მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არ არის ორი მხარე. ერთ მხარეს არის საქართველოს მოსახლეობა და მეორე მხრივ არის ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი. ამის სადემონსტრაციოდ, მმართველ პარტიას აქვს გარკვეული რუსული გზა. ამ დროს ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, რომ როგორმე დაუბრუნდება ევროპას და რატომ, იმიტომ რომ ხალხს სურს ეს ევროპული გზა, 80-90 პროცენტს სურს ეს და ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ სურთ, ჰქონდეთ „ოცნების“ გარკვეული ნაწილი, უნდა შეინარჩუნონ ეს იმედი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი ფრენა შესრულდა
ზურაბიშვილი: კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ეკა სეფაშვილი: ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის
ცესკო: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა, შეეცადონ, საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება
არქივი