24
18 დეკემბერი 2024, 00:46
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთიც, გარკვეული გაგებით, ფრონტისპირა სახელმწიფოა და არ შეუძლია მთელი თავისი იარაღის უკრაინისათვის გადაცემა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ ყველა ცივილიზებული ერის მისიაა უკრაინის მხარდაჭერა ამ გმირულ ბრძოლაში“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
დონალდ ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელების ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ არის „დიდი ცივილიზაციური შეტაკების ნაწილი“ და უკრაინა ყოველთვის შეუძლია პოლონეთის იმედი ჰქონდეს.
„ყველაფრის მიცემა არ შეგვიძლია. გარკვეული გაგებით, ჩვენ ასევე ფრონტისპირა სახელმწიფო ვართ. პოლონეთი სულ უფრო და უფრო ხდება საბოტაჟის, დივერსიის და ჰიბრიდული ქმედებების სამიზნე, რომლებიც მიმართულია უშუალოდ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |