მიხეილ სააკაშვილი: ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ რომ პარტიები მუშაობენ, მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 12 დეკემბერი 2024, 13:05

ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას საკმარისი არაა, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი, ბოლო კვირების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად მჭიდრო ინტერაქცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან და მხოლოდ ორბელიანების სასახლეში სიარული საქმეს ვერ უშველის, ვინაიდან, მალე ოპოზიციონერებისთვის შეკრების ეს ადგილიც დაიხურება.

„საზოგადოება თვითორგანიზების სასწაულებს აჩვენებს.

სწორია, რომ პოლიტიკოსები არ ცდილობენ მოასხდნენ პროცეს. და მაინც, ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას საკმარისი არაა.

კარგია რომ გაკეთდა საერთო საინფორმაციო ცენტრი, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი. საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად უფრო მჭიდრო საჯარო ინტერაქცია.

ის რომ მერიოტთან "პოლიცია" თავს დაესხა ოთხ პარტიულ ფორმატს და ამის შემდეგ გვარამია დაიჭირეს და პარტიულ ოფისებში შევიდნენ, ნათლად აჩვენებს იმას რომ დიქტატურას ეშინია ამ ფორმატის.

მეორე მხრივ ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ რომ პარტიები მუშაობენ. მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ“, - წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მარკო რუბიო - ვულოცავ პირველ ამერიკელ პაპს, ლეო XIV-ს, ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე, გამბედაობა და მადლი თავისი წმინდა მსახურების აღსრულებაში
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
არქივი