თინათინ მღვდლიაშვილი: მიშა მშვილდაძე დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! მისი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი, მომავალი არ გააჩნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 10 დეკემბერი 2024, 21:10

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის და ტელეწამყვანის, მიშა მშვილდაძის მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც პოეტი აღნიშნავს, 1 დეკემბერს ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. მისივე თქმით, მიშა მშვილდაძე, დაემუქრა, რომ მალე დინგში მოხვდებოდა წერილის ავტორს და მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ.

„მე გახლავართ პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი.
ჩემს ლექსებზე შექმნილია ცნობილი სიმღერები:
,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო!'', ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", ,,ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა"და სხვა.
1 დეკემბერს, ჩემს „ფეისგვერდზე“ გამოვაქვეყნე წერილი ,,მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი" და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შემზარავი მოვლენები ჩემეული ხედვით შევაფასე.
წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ე. წ. ოპოზიციის მხრიდან, ანუ ტროლები, ბოტები და ფერადი ჭინკებიც შემოესივნენ. ხანგრძლივი დროის მანძილზე მაგინებდნენ, მწყევლიდნენ და მემუქრებოდნენ. მაგინებელთა შორის გახლდათ ვინმე მიშა მშვილდაძეც, რომელიც დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! ( სამწუხაროდ, მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა ვინმე დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ). მშვილდაძე დამემუქრა და შემდეგ
დამბლოკა. ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს ვინმე მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი, არც მომავალი, არც გამარჯვება და, არც აწმყო არ გააჩნია. მიშას ვინაობა მოგვიანებით დავაზუსტე, რადგან ეს სახელი და გვარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა. სირცხვილი მას!
თინათინ მღვდლიაშვილი
პოეტი, მხატვარი
ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი

მუქარა დანაშაულია!
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ეს არის „Deep State“ - დემოკრატია, რომელიც ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც პატრიოტიზმზე და ეროვნულ ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული
გია აბაშიძე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვაზე: ევროუტიფრობა ვერანაირად დამკვიდრდება საქართველოში, ანტიდასავლურობა კრემლის გარეშე, თავად აამოქმედეს ევროკრატებმა
ბიუროკრატები ცდილობენ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ განადგურებას, დასავლეთმა ერთად დაანგრია ბერლინის კედელი და ის თავიდან არა საბჭოთა კავშირმა ან რუსეთმა, არამედ გერმანიის ისტებლიშმენტმა ააშენა
ჩვენს გარდა ჩვენივე საშინაო საქმეებს ვერავინ ვერ გაუმკლავდება - მთავარია, არ ჩაერიონ იმ მასშტაბით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში
დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ - Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“
არქივი